metrika
შეთავაზება გუდაურის ოტელების მფლობელებისთვის - Активный отдых в Гудаури, Грузия. Горные лыжи, фрирайд. Аренда жилья.
НАВИГАТОР: Главная » შეთავაზება გუდაურის ოტელების მფლობელებისთვის

შეთავაზება გუდაურის ოტელების მფლობელებისთვის

თქვენი ოტელი საიტზე gudauri.travel. ონლაინ დაჯავშნა და დაჯავშნა მოთხოვნით.

თქვენი ოტელი საიტზე gudauri.travel

თანამშრომლობის ვარიანტები:  

1. 1. ტარიფი "VIP: ონლაინ დაჯავშნა" - საკომისიო 5%-დან.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს თქვენს ნაცვლად და თქვენზეა მხოლოდ სტუმრების დახვედრა ოტელში სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით!

1. უფასო ჩართვა. ინფორმაცია თქვენი ოტელის შესახებ და თქვენს ოტელში საბანკო VISA&MasterCard ბარათებით წინასწარი გადახდის შესაძლებლობით ონლაინ დაჯავშნის მოდული უფასოდ განთავსდება საიტზე gudauri.travel. ჩართვის ერთჯერადი საფასური არ მოითხოვება. თქვენ არაფერს იხდით, თუ არ იქნება არცერთი ჯავშანი თქვენს ოტელში.

2. ორენოვანი ინფორმაცია თქვენი ოტელის შესახებ - რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამრიგად თქვენ დამატებით მიიღებთ ინგლისურენოვან აუდიტორიას.

3. თქვენი ოტელის ნებისმიერი დამატებითი მომსახურების მიერთება წინასწარი გადახდით ონლაინ დაჯავშნასთან (ტრანსფერი თბილისიდან და ქუთაისიდან, ექსკურსიები, ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასები და სხვ).

4. თქვენი ოტელის რეკლამა ჩვენს ყველა რესურსზე: Facebook (9 500 ხელმომწერი), Vkontakte (4800 ხელმომწერი), Instagram (2100 ხელმომწერი) и в Google AdWords, Yandex Direct.

5. თქვენი პერსონალური კვალიფიციური მენეჯერი. ჩვენ ვიღებთ ზარებსა და განაცხადებს თქვენი პოტენციური სტუმრებისგან, ვაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას თქვენი ოტელის შესახებ, ვპასუხობთ მათ ყველა კითხვას ოტელისა და კურორტ გუდაურის შესახებ. ვეხმარებით სტუმრებს გააფორმონ ონლაინ დაჯავშნა - რაც ძალზე მოსახერხებელია სტუმრებისთვის, არ არის არანაირო საკომისიო წინასწარი გადახდის გზავნილისთვის, სწრაფი და კომფორტულია.

6. წინასწარი გადახდა 72 საათის განმავლობაში 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვრიცხავთ თქვენი სტუმრების წინასწარ გადახდას თქვენს სასტუმროში. საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა ხარჯს საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით.

როგორ მუშაობს ეს?

თქვენ წარმოადგენთ თქვენს ოტელში ცხოვრების ფასს ქართულ ლარში (GEL), იღებთ განაცხადებს დაჯავშნაზე ონლაინ რეჟიმში და წინასწარ გადახდას 50 %-ის ოდენობით თქვენს საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში, დაჯავშნის სრული ღირებულების 10 %-ის ოდენობით საკომისიოს დაკავებით (10-ზე მეტ ადამიანზე დაჯავშნისას ან თუ ოტელი განთავსებულია booking.com-ზე, საკომისიო შეადგენს 15 %-ს). პარტნიორებისთვის მომსახურებაზე ფასდაკლება შეადგენს 50 %-ს (იხ. შენიშვნა ქვემოთ)


2. ტარიფი „დაჯავშნა მოთხოვნით“ - ნომრების თვიური ღირებულების 0,25%-დან

სტუმრები გიკავშირდებიან პირდაპირ, აზუსტებენ ყველა კითხვას ოტელთან, ტრანსფერთან, გაქირავებასთან, ფასებსა და ფასდაკლებებთან დაკავშირებით

ინფორმაცია თქვენი ოტელის შესახებ (აღწერა, ფასები და თქვენი საკონტაქტო მონაცემები - ელ. ფოსტა, ტელეფონი, შეტყობინებათა გაგზავნის ფორმა) განთავსდება საიტზე gudauri.travel. ოტელის გვერდი ორენოვანია - რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამრიგად თქვენ დამატებით მიიღებთ ინგლისურენოვან აუდიტორიას.

მომსახურებათა ღირებულება ოტელისთვის: სასტუმრო ფონდის თვიური ღირებულების 0,5% ქართულ ლარში (GEL). პარტნიორებისთვის მომსახურებაზე ფასდაკლება შეადგენს 50 %-ს (იხ. შენიშვნა ქვემოთ).

ყოველთვიური გადახდა. ოტელის შესახებ ინფორმაციის განთავსება ტარიფით „დაჯავშნა მოთხოვნით“ და მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ყოველთვიურად. თუ თქვენ, მაგალითად, შეავსეთ თქვენი ოტელი მთელ სეზონზე ჩვენს საიტზე ერთი თვის განმავლობაში რეკლამის განთავსების ხარჯზე, თქვენ არ მოგწევთ რეკლამის საფასურის გადახდა ნახევარ წელზე ან რამდენიმე თვეზე. თქვენი რეკლამა იხსნება ერთი თვის გასვლის შემდეგ და თქვენ ზედმეტად აღარ შეგაწუხებთ სატელეფონო ზარები.

მომსახურების „დაჯავშნა მოთხოვნით“ ანგარიშსწორების მაგალითი
ოტელში დღე-ღამეში 100-ლარიანი (GEL) 10 ნომერია
მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორება: 10 ნომერი x GEL 100 x 30 დღე / 100 x 0,5 = GEL 150 თვეში
პარტნიორებისთვის ფასდაკლება - 50% (იხ. შენიშვნა ქვემოთ)


ფასდაკლება პარტნიორებისთვის - 50%

ფასდაკლება-50% იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ვებ-გვერდზე განათავსებთ აქტიურ ბმულს gudauri.travel-ს:
- 5-7% საკომისიო სარგებელი თითოეულ ჯავშანზე (ტარიფი "VIP: ონლაინ დაჯავშნა").
- თვის განმავლობაში გაყიდული სასტუმროს ყველა ოთახის მინიმალური ღირებულების 0.25% (ტარიფი "დაჯავშნა მოთხოვნის მიხედვით")..

50%-იანი ფასდაკლების მისაღებად დაგვიკავშირდით.

gudauri.travel საიტზე თქვენი ოტელის განთავსებასთან დაკავშირებით
დარეკეთ  +995 599 367 500 (ვალია)
მოგვწერეთ info@gudauri.travel

Читать предложение для владельцев жилья в Гудаури на русском...

Просмотров: 1129

Последнее с форума

Copyright © Gudauri.travel 2016 - All Rights Reserved. Rss Feeds Email Our page on Twitter Our page on Facebook Our page on Google + Go to mobile version of website Go to top